საქართველოს თასი | ხუთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

19 სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში | მეორე გამოშვება დასრულდა

კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ სფფ-ის საგანმანათლებლო პროგრამა - „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ მეორე გამოშვება, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, საზეიმოდ დასრულდა.

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი: საქართველო - ანდორა - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის, საქართველო - ანდორა, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 11 სექტემბრიდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო - ლატვია 1:0

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლატვიას დაუპირისპირდა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

უეფას ერთი ლიგის პირველი საშინაო მატჩი დინამო არენაზე

8 სექტემბერს საქართველოსა და ლატვიის ეროვნულმა გუნდებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიშები გამართეს. ლატვიელთა ვარჯიშს "დინამო არენამ“ უმასპინძლა, ვლადიმირ ვაისმა კი საკუთარი გუნდი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ავარჯიშა. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის თამაშისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადა.

სხვა სიახლეები